5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

პატრიარქს კუჭის წყლული გაეხსნა, ვკითხოთ რეანიმატოლოგებს (რატომ გაიხსნა) და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი “პირველებთან” პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ილია მეორეს “წყლული გაეხსნა” და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა სწორედ ამან გამოიწვია.

“ვკითხოთ რეანიმატოლოგებს (რატომ გაიხსნა) და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ”. – ამბობს მაღალი იერარქი.

მე დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი. კუჭის წყლული ჰქონდა და წყლული გაეხსნა. ოღონდ მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა, რატომ გაიხსნა ასე და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა.  მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი…რა მოხდა?!

საპატრიარქოში იყო მაშინ… ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეგ ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ. პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა, ის რომ ის არსებობდა და ის რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა, ეს ყველანაირ ეჭვებს და კითხვებს ფარავს ეს ამბავი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ციცით, ჯერ კიდევ არ ციცით, ორ-სამ დღეში რა მოხდება ნახავთ”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

ცნობილია, რომ პატრიარქი  თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიგურამ როგავა: თავს იმიტომ კი არ დამესხნენ, რომ კანონი დავარღვიე, არამედ იმიტომ, რომ ხელში მიკროფონი მეჭირა
შემდეგი სტატიაგია ნოდია: ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია