პატრიარქს ჰქონდა დრო, ღირსეულად დამდგარიყო კანონიერი პრეზიდენტის გვერდით, მაგრამ მან ბანდიტებთან დგომა ირჩია

საპატრიარქომ ღია ომი გამოუცხადა თავის დროზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, ერის ღირსეულ ლიდერებსა და გზების წარმმართველებს. საოცარია, რომ ეკლესიამ არცერთი მათი სიტყვა არ შეისმინა და გაწირა ეს შესანიშნავი ადამიანები. სამაგიეროდ, ეკლესიამ შეიტკბო ჯაბა იოსელიანი და ედუარდ შევარდნაძე. პატრიარქს ჰქონდა დრო, ღირსეულად დამდგარიყო კანონიერი პრეზიდენტის გვერდით, მაგრამ მან ბანდიტებთან დგომა ირჩია. მოღალატეებს დაუკრა ტაში და არც უნანია ოდესმე. იგი თვლიდა, რომ ღირსეული ხალხი იყო ჯაბაცა და შევარდნაძეც, ქების სიტყვებიც არ ენანებოდა. ოდესმე გაგიგიათ, რომ პატრიარქი პოზუტიურად აფასებდა გამსახურდიასა და კოსტავას საქმიანობას? რატომ გაუჭირდა სიმართლის გვერდით დგომა? რატომ არ დაგმო დასავლეთში ამ საძაგელი ხალხის მიერ წარმოებული დიქტატურა და უდანაშაულო ხალხის ჩახოცვა?! პატრიარქმა ისევ შეცდომა დაუშვა შიო მღვიმესა და ზედაზენზე რომ განგვამწესა. ვფიქრობ, მის მიერ ,,დასჯილი” და გაწირული ადამიანების სიტყვა ხელახლა ხორციელდება. უფალი ადამიანების ხელით მოქმედებს, რაოდენ ცოდვილიც არ უნდა იყვნენ ისინი! ლოცვითა და ზნეობით შესაძებელია უზნეო ადამიანების გამოსწორება. ნახეთ რას წერს მერაბ კოსტავა:
,,დღეს, როდესაც იოანე ზედაზნელის, დავით გარეჯელის, შიო მღვიმელისა და სხვათა მათთა თანამოდასეთა საფლავებთან ვდგავართ, არუნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიერ დაწყებულმა საქმემ შეუმზადა საფუძველი დავით აღმაშენებლისა და თამარის საქართველოს მორალურ დონეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს იმჟამინდელი ძლიერება არამარტოოდენ ისტორიული ვითარების, არამედ დავითისა და თამარის მორალური დონის შედეგიცაა. შემთხვევითი როდია უმაღლესი ზნეობით აღჭურვილი მეფეების ხელში რომ მიაღწია საქართველომ ძლიერების მწვერვალს. ამგვარი ზნეობა გახლდათ სიფხიზლის, კონცენტრირებისა და ძალუმი ნებელობის ის საფუძელი უმძიმეს პირობებში შეუძლებელი შესაძლებლად რომ აქცია. და ეს არ მოხდებოდა ზედაზენზე, შიო მღვიმესა და დავით გარეჯში დანთებული მორალური ცეცხლის გარეშე. ამ სულიერი ცეცხლის გარეშე არც მთაწმინდელებისა და რუსთაველის ქართული იქნებოდა, არც გარე სჯანი ეფრემ მცირისა და იოანე პეტრიწისა, არც ჩვენი საისტორიო მწერლობა, არც შესანიშნავი ქართული არქიტექტურა, ფერწერა და საგალობლები”. ბავშობისა და სტუდენტობის დროს ამას სწორად ვერ ვაფასებდი! მათი სულიცა და ღმერთიც მაპატიებს, ერთგვარად საბოდიშო წერილია მათი სინდისიერი მოღვაწეობის წინაშე!

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს
შემდეგი სტატიახობში სტუმარმა მასპინძელი დაჭრა