18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა – ახსენა სამთავრობო მედია

პატრიარქობის კანდიდატმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.  მაღალმა იეარქმა ზეწოლაზე ისაუბრა და ამ კონტექტსში სამთავრობო მედიები ახსენა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

“თქვენ ვერ ხედავთ, რომ სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს” – თქვა ჟურნალისტებთან მეუფე იობმა.

მისივე თქმით, დღევანდელი სხდომა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. 

ჟურნალისტი: გუშინ თქვით, რომ ზეწოლა და ჩარევები არის?

მეუფე იობი:   თქვენ ვერ ხედავთ, რომ სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს? [ზეწოლა და ჩარევები], მეტი არაფერი.

ჟურნალისტი: შიდა დაპირისპირება ხომ არ არის სინოდის წევრებს შორის?

მეუფე იობი: არა, ერთსულოვნება არის, ძალიან კარგი მდგომარეობაა ღვთის მადლით.

ჟურნალისტი: მეუფე ზენონი, ახალი სინოდის სხდომის მოქვევაზე საკითხის დაყენებაზე საუბრობდა

მეუფე იობი: დღევანდელ შეკრებაზე მეუფე ზენონი არ იმყოფებოდა. […] ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა დღეს კრება. გაფართოებული კრება დახურული იქნება, ტელევიზიები არ იქნება. სიტყვის უფლება თითოეულ დელეგატს 3-დან 5 წუთამდე ექნება”. – თქვა პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე იობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში