პატრიარქმა უვადო მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა

პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, საჩუქრები მიიღეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორისგან სხვადასხვა სახის ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპარტიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიევროკომისარი ოლივერ ვარჰეი 6-9 ივლისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
შემდეგი სტატიაbooking.moh.gov.ge გათიშულია – მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან