პატრიარქმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ვაკე-საბურთალოს გზაზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობის წევრები, თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.
გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: გარანტიას გვაძლევენ, რომ ვიზალიბერალიზაციას წლის ბოლომდე მივიღებთ