სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა განუცხადა.
„მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს…
სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა. საპატრიარქოში გაირკვევა ყველაფერი”,-განაცხადა მეუფე ვახტანგმა.















