“პატრიარქმა ერთხელ თქვა, რომ საერთოდ ციხე არ უნდა იყოს, არ უნდა არსებობდესო და პირადად ჩემი პოზიციაც ესაა” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სინდისის პატიმართა შეწყალებაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.

“რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია…”- უთხრა მედიას სინოდის წევრმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები გათავისუფლდებიან.

„პატრიარქმა ერთხელ თქვა, რომ საერთოდ ციხე არ უნდა იყოს, არ უნდა არსებობდესო და პირადად ჩემი პოზიციაც ესაა, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია…
ჩემი აზრია, რომ ასეთ შემთხვევებში ხელისუფლებას შვენის ამ მოწყალების გამოვლინება. მაშინაც კი, თუ ეს მოწყალება მისთვის რაღაცა საფრთისშემცველია. მაინც უნდა გააკეთონ, ჩემი აზრი ასეთია.
…ჩემი პოზიცია ეს არის, რომ საერთოდ ადამიანს ლაპარაკის უფლება უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში და სამართლებრივ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს და დარღვევებიც, რა თქმა უნდა, უნდა აღიკვეთოს, ორი აზრი არ არსებობს…

ამ შემთხვევაში მე არ ვარ გარკვეული კარგად პოლიტიკურ მოვლენებში – რისი მოლოდინი ჩვენ შეიძლება გვქონდეს. ჩვენი ხელისუფლება რა პოლიტიკური მოტივაციით ხელმძღვანელობს, მე ზუსტად არ ვიცი… იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან“, – თქვა მმიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაში„როიტერს“: გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად შეიარაღებული ძალების ჩართულობაც განიხილება
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი 19 იანვარს შეწყალებას აანონსებს