პატრიარქის უსაფრთხოება – მეუფე დიმიტრი პირველ განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პირველ კომენტარს აკეთებს. ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან ინტერვიუში მიტროპოლიტი დიმიტრი ამბობს, რომ ის მამა გიორგი დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იოსებ ოხანაშვილს, ის ბერლინში იმყოფება და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

“გვაქვს ამ ფაქტზე ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ,” – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მოტივით მოხდა სასულიერო პირის დაკავება.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა.

banner
წინა სტატიაშითურქულ-აფხაზური კრიზისი: რატომ გააძევეს თურქეთიდან აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი
შემდეგი სტატიაპატრიარქს ოპერაცია გერმანიაში დღეს ჩაუტარდება