პატრიარქის შესახებ ბიოგრაფიული კრებული გამოიცა

c623578266d5de681e50a9d7400bff5eსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის შესახებ ბიოგრაფიული კრებული გამოიცემა. ოთხტომეული უკვე შეიქმნა პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო მასალებზე დაყრდნობით და ილია II-ის შესახებ დღემდე გაუსაჯაროებელ დოკუმენტებს აერთიანებს.
წიგნი „ილია II“ პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას ასახავს. კრებულში თავმოყრილია მრავალი სახის ინფორმაცია: საოჯახო წერილები, ბავშვობის, სტუდენტობისა და მისი შემდგომი პერიოდის პირადი ფოტოები, ოფიციალური მიმოწერები საჯარო პირებთან და სხვა დოკუმენტები. წიგნში განთავსებულია მხოლოდ საპატრიარქოს არქივში დაცული მასალები. მასში ვერ შევხვდებით თხრობასა და ავტორისეულ შეფასებებს პატრიარქის შესახებ. კრებულში მოცულობითი ინფორმაციაა არა მხოლოდ პატრიარქის ცხოვრების შესახებ, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან. ილია მეორის მოღვაწეობის კონტექსტში აღწერილია პროცესები და მოვლენები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში.
წიგნი შეადგინა საპატრიარქოს არქივის ხელმძღვანელმა მზია კაცაძემ, რომელმაც 25 ათასამდე დოკუმენტიდან აარჩია მასალები. კრებულში პატრიარქის ცხოვრების დეტალები ქრონოლოგიურადაა დალაგებული. ოთხტომეულის შეძენა პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მკითხველს 19 დეკემბრიდან შეეძლება.

banner
წინა სტატიაში“უკრაინასთან ურთიერთობებში პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა, მაგრამ ამას არ მოუხდენია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე”
შემდეგი სტატიაუმრავლესობისა და მთავრობის შეხვედრა მედიისთვის დაიხურა