სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგის (ვაშალომიძე) განცხადებით, უკვე დასრულდა საფლავის გაჭრა, რომელიც ილია მეორისთვის სამუდამო განსასვენებელი იქნება.
“დამთავრდა საფლავის გაჭრა. მზად არის საფლავი. მცირე დეტალები დარჩა. უკვე ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან, მას შემდეგ რაც იქ დასრულდება წირვა და შემდგომ იცით, რომ მას ებმის წესის აგების მსახურება, ამის შემდგომ უკვე მის უწმინდესობის ცხედარს ჩამოაბრძანებენ და ჩამოასვენებენ სიონის საკათედრო ტაძარში.
სიონში დაკრძალულია 8 კათალიკოს პატრიარქი მეოცე საუკუნისა. ისინიდ აკრძალულნი არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდეს პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე. თქვენ იცით, რომ ტაძარი წმინდა ადგილია, მაგრამ ამ წმინდა ადგილს შორის განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევა საკურთხეველი. ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში”, – ამბობს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე)
როგორც ცნობილია, რომ ხვალ დაახლოებით 16:30 საათზე უნდა დაიწყოს პატრიარქის ჩასვენება სამარხში. ილია მეორის ცხედრის ტაძარში შესვენების მომენტში იგალობებენ მგალობლები. სიონის ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეძლებს შესვლას.














