პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. გიორგის დღესასწაულზე პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა.

„დღემდე მონათლული იყო 37 901 ბავშვი, დღეს მოინათლა 777 ბავშვი. ვცდილობთ ხოლმე, რომ ეს ნათლობა დაემთხვეს რომელიმე დღესასწაულს. დღეს წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით იყო ნათლობა და ღვთის კურთხევა და წყალობა, წმინდა გიორგის მადლი არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.პატრიარქის ნათლული 777 ჩვილი გახდა

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის მიერ ბათუმში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებამ 60 მილიონს გადააჭარბა – ბათუმის მერი
შემდეგი სტატიაფოთს მალე დახვეწილი იერსახის, რეკონსტრუირებული პარკი ექნება