
მას შემდეგ, რაც ოჯახებში მესამე და მომდევნო ბავშვების საყოველთაო ნათლობა გამოცხადდა, ილია მეორე უკვე 50 000-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა და 70 000-ზე მეტი ნათლობა გაიმართა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

















