17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

პატრიარქის მიმართვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს: ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე — „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა.

პატრიარქის განცხადებით, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძონ არსებობა:

„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა, ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძონ არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული“, — ბრძანა შიო მესამემ.

მისალოც ტექსტში პატრიარქი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამშობლოში მათ დაბრუნებას მუდამ ელიან:

„რა თქმა უნდა, ამ საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები — ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები. გვახარებს ის, რომ ისინი, სამშობლოდან შორს მყოფნიც, ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასთან და მამულთან კავშირს. ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ“, — აცხადებს კათოლიკოს-პატრიარქი.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ ჰქონდა შანსი, სწორი ნაბიჯები გადაედგა
შემდეგი სტატიათამაზ ელიზბარაშვილი გლდანის ციხეში შიმშილობას ხელახლა იწყებს