პატრიარქის მდივანი ამბობს, რომ ციხეში სააკაშვილს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი გადასცა

პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი გადასცა.

მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში სახარების შეტანის საშუალება არ მისცეს, რადგან წიგნს გარედან მეტალები აქვს.

ცნობისთვის, პატრიარქის მდივანი მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა და ილია მეორის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ბოტკოველმა აღნიშნა, რომ თხოვნა პატრიარქთან თავად მიხეილ სააკაშვილმაც დააბარა. კერძოდ, მესამე პრეზიდენტმა ითხოვა, სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენ გვჭირდება ყველა პარტნიორის მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაგოცირიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადება ძალიან უცნაურია