პატრიარქის ინიციატივას სახალხო დამცველი გამოეხმაურა

პატრიარქის შეწყალებაზე ინიციატივასა და საპატრიარქოს განცხადებაზე სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, საპატრიარქო შეწყალების სახელმწიფო კომისიაში წარმოდგენილია. ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი მასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა, რომ არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. უნდა ვისაუბროთ, როგორ გაუმჯობესდეს არსებული კომისია, სხვა სტრუქტურების შექმნა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საჭიროა რაიმე დისკუსიის წარმართვა,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღება 995 უცხოელს სურს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: გაიმარჯვებს შედარებით გამდიდრებული ფენა, რომელსაც არ აქვს საჭმლის პრობლემა და სუფთა ჰაერი მოუნდა