HELIOS Klinikum Berlin-Buch-ის ექიმის მარტინ სტრიკის განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესი ილია მეორეს, კლინიკიდან 20 თებერვალს გაწერენ.
„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს საუკეთესოდ გრძნობს“, – განაცხადა სტრიკმა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპაროსკოპიული მეთოდით, ბერლინში ჩაუტარდა.