პატრიარქის დის საეკლესიო ბიზნესი – დეკანოზ მამალაძის სკანდალური წერილი ციხიდან

მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი ციხიდან, სადაც მსჯავრდებული პატრიარქის ოჯახის წევრების, კონკრეტულად დის ბიზნესსზე საუბრობს.

დეკანოზმა წერილი, ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრე ცაავას გამოუგზავნა. ზუსტი შინაარსი და დეტალები უცნობია, თუმცა მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების თქმით, პატრიარქის და ფლობს საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს, რისი გარკვევაც მამა გიორგი მამალაძემ დაკავებამდე დაიწყო. თორნიკე მამალაძის თქმით, ამაზე ილია მეორე ალიან გაბრაზდა.

წერილის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია.

ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პრადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი.

“ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს. ბიზნესებს ფლობს საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, რომ ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო,“- განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის საიდუმლო შეხვედრა – ბაკურიანში აუდიენციას ფედერაციის პრეზიდენტის ძმაც ესწრებოდა