15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ჩამოვიდა

კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.

მას აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან, სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით, 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშისამებიდან სიონის ტაძრამდე, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
შემდეგი სტატიანათია ფანჯიკიძე: რა მასშტაბის ფიგურა იყო პატრიარქი ილია II, ამას თვალსაჩინოდ მოწმობს მასთან დამშვიდობების მსურველთა რიცხვი