პატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის სამი წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„ვადასტურებ პატრიარქის დაცვის წევრებიდან სამი პიროვნება იქნა დათხოვილი. როგორც ვიცი, ეს დამოკიდებული იყო შსს დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული დაცვის წევრები გადმოვიდნენ სახელმწიფო დაცვის სტრუქტურაში. რა მიზეზით და რა გარემოებებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამ საკითხებზე დასაბუთებული პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან“- აცხადებს საპატრიარქოს იურისტი.

კითხვას, ხომ არ უკავშირდება დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლება სოსო ოხანაშვილს, ქარჩავა პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში გემი ჩაიძირა- დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა
შემდეგი სტატიასამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა