პატრიარქი წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართავს – ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს

ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს, – ასე მიმართავს სასულიერო პირებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წინასაარჩევნოდ.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს.

მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – აღნიშნულია საქართველოს პატრიარქის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი მოწოდება ჟურნალისტებს-პრეზიდენტობის კანდიდატი მედიას სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადაპირისპირების ახალი ტალღა ეკლესიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის – რაზე მიუთითებენ მღვდელმთავრები კანდიდატს