25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

პატრიარქი სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების ტაძარში აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს.

სადღესასწაულო წირვა სამების საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

banner
წინა სტატიაშიმედია: რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს