პატრიარქი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში ღამისთევის მსახურება დღეს, 23:00 საათზე დაიწყება და მას პატრიარქი შეასრულებს.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიას 7 იანვარს 10:00 საათზე დაიწყებდა, ხოლო საშობაო ლოცვა 6 იანვარს, 18:00 საათზე ჩატარდებოდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას ეხმაურება