პატრიარქი სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი სახელით ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ მომხდარი ტრაგედიის გამო დიდი გულისტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდი გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიახლობლების ინფორმაციით, „ლეოგრანდში“ დაღუპულებიდან ექვსი ახალგაზრდა ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის 1 პირი დააკავეს