პატრიარქი – საქართველოს არაფრის უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში, წირვა ჩატარდა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა.

მსახურების ბოლოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

“წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. საქართველოს არაფრის უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება და ბედნიერი იქნება იმიტომ, რომ წმინდა გიორგის ლოცვით უფალი ჩვენთათ არს. დაგლოცოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო ამინ”, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე
შემდეგი სტატიაკახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო