პატრიარქი საოპერაციოდ შეიყვანეს, სასულიერო პირებმა კი, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საოპერაციოდ შეიყვანეს. პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში უტარდება.

კლინიკაში სასულიერო პირები და წმინდა სინოდის წევრები იმყოფებიან, რომლებმაც ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადეს. შესაბამის კადრებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება პატრიარქის ოპერაცია.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავა და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი გაყვა.

პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

https://www.youtube.com/watch?v=UaxyieSDzcA&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) ჩხუბი მერიასთან
შემდეგი სტატიამთავარია, პატრიარქი კარგად იყოს, თუმცა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება – წერეთელი