პატრიარქი სამებაში საკვირაო წირვას არ ესწრება

სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. დღეს წირვა პატრიარქს უნდა აღევლინა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ილია მეორე სამებაში წირვას არ დაესწრება. ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ ეს პატრიარქის პირველი წირვა და ქადაგება უნდა ყოფილიყო. ამის გამო სამებაში უამრავი ადამიანია შეკრებილი. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახურები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რატომ არ ესწრება წირვას ილია მეორე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, საქართველოს პატრიარქს დღეს პირველი წირვა უნდა აღევლინა. ინფომრაცია გუშინ ილია მეორის პირადმა ექიმაა გაავრცელა. “პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი დღეს წირვას აღავლენს”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო-სათხილამურო უსაფრთხოების კურსი გაიარეს
შემდეგი სტატიამაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს