პატრიარქი რეზო ამაშუკელზე: იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოხატავს და წერს, რომ ის ბობოქარი სულის დიდი პოეტი იყო, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და შესანიშნავი ლექსებით ჩვენ მეხსიერებაში წარუშლელად დარჩება.

“საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს. მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა.

მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და თავისი შესანიშნავი ლექსების დეკლარირებით წარუშლელად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რეზოს (რევაზის) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა”, – წერია პატრიარქის სამძიმარში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე:სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება