პატრიარქი პარლამენტის სხდომის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება, რის შემდეგაც მოსკოვში გაემგზავრება.

პატრიარქი რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვიეს.

20 ნოემბერს, მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

წირვის დასრულების შემდეგ, რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პარაკლისს გადაიხდის და ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს.

შეხვდება თუ არა ილია მეორე რუსეთის ოფიციალურ პირებს, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
შემდეგი სტატიათბილისის 2017 წლის ბიუჯეტი – საკრებულოს კომისიებში განხილვა იწყება