ილია მეორე: უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება

ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელს მადლობა რომ ეთქვა უფლისათვის ის ვეღარ გასცემდა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს.დაგლოცოთ უფალმა, ჩვენთან არს ღმერთი! 4 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა. “63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ მაკურთხა დიაკვნად. ვმადლობ უფალს და ვმადლობ უწმინდესს და უნეტარესს”, -განაცხადა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგომის ღამეს წირვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს
შემდეგი სტატიადიაკონი მამა ირაკლი ჯინჯოლავა: იმ განცხადებებსა და ქადაგებებში, რასაც საეკლესიო ხელისუფლებისგან ისმენთ, არის კი საერთოდ რამე ქრისტიანული?