პატრიარქი მომავალ შაბათს ბავშვებს დალოცავს

ბავშვების აღზრდა ჩვენი არსებობის მთავარი მიზანია, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ის ბავშვებს მომავალ შაბათს დალოცავს.

”ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი გზა და მიზანი უნდა იყოს ცათა სასუფეველი. იცით, რომ ყოველ შაბათს გვაქვს შეხვედრა ჩვენს მორწმუნე ადამიანებთან დილის 10:00 საათზე და 12:00 საათზე არის პარაკლისი და დალოცვა ერისა. მომავალ შაბათს იქნება ბავშვების დალოცვა და საკითხი – როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. ბავშვების აღზრდა ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცხოვრებისა, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები”, – პატრიარქმა.

დღესვე საკვირაო ქადაგების შემდეგ უწმინდესმა თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი დალოცა.

 

 

 

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ავტონომიის უკვე ყოფილ პრეზიდენტს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელი არ დააკმაყოფილა