„პატრიარქი მამალაძეს სწორედ თეთრუაშვილის სურვილის გამო არ შეხვდა“- მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მდივან-რეფერეტის სურვილის გამო არ შეხვდა. სასულიერო პირი ამბობს, პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს და სწორედ მისი სურვილით არ მოხდა აღნიშნული შეხვედრა.“მსგავსი განცხადებებისგან იკვეთება სერიოზული პრობლემა, რომ საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა – ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტრად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.მიტროპოლიტმა მამა გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხეში ადვოკატებთან ერთად მოინახულა

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილი პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საპატრიარქოში არ გამოჩენილა