პატრიარქი კირილი მოუწოდებს, რომ  ქრისეტეს მეორედ მოსვლა დაამუხრუჭონ

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი პატრიარქი კირილი, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლას და მის გამეფებას წესით სიხარულით უნდა ეგებებოდეს, მორწმუნეებს მოუწოდებს რომ არ დაუშვან უახლოეს ხანებში ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომელიც მისი აზრით გარდაუვალია და მაგრამ შესაძლებელია ,,დავამუხრუჭოთ,,…

პატრიარქი კირილის აზრით, რომელიც რუსულ ,,ინტერფაქსს,, მოჰყავს, ,,ქვეყნიერების დასასრულის მოახლოება უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო ისტორიის მრისხანე გაელვებების მოახლოება, რომელზეც მოციქული იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებებში ამბობდა,,  ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქმა მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ეცადონ ყველა ძალებით გადადონ ეს მომენტი… ,,დავამუხრუჭოთ ისტორიის დასასრულის უფსკრულისკენ ჩვენი დაცურება,, რითაც პატრიარქის აზრით, ,,ვერ გავაუქმებთ, მაგრამ მაქსიმალურად გადავდებთ,, ქრისტეს მეორედ მოსვლას.

პატრიარქი კირილის აზრით, ,,დღეს ცოდვა დემონსტრირდება ყველაზე მიმზიდველი ფორმებით… თეატრის, კინოს და კულტურის სხვადასხვა დარგის მეშვეობით,, რასაც პატრიარქი ადამიანებისათვის გამობმულ ბალასტად აღიქვამს, რომელიც  სულს აღმაფრენის საშუალებას არ ძალევს… ხოლო ინტელიგენციას აფრთხილებს, რომ ისინი ქვეყანას ახალი  რევოლუციისკენ უბიძგებენ.

,,დღეს არ არის ის დრო, რომ ადამიანური ვნებების ,,ნავი ვანჯღღრიოთ,, – დღეს ის დროა, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი, ეკლესია, ინტელიგენცია, მწერლები და სწავლულები, ყველა ვისაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, ერთად უნდა დავდგეთ, რადგან ჩვენ კაცობრიობის განვითარებისა და ცივილიზაციის რთულ პერიოდში შევდივართ,, განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პატრიარქის მხრიდან აპოკალისფსის შესახებ განცხადება დაემთხვა მისსავე 71 წლის იუბილეს, რომელიც მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა… პუტინმა პატრიარქ კირილს, მილოცვასთან ერთად, უსურვა რომ ,,ნაკლებად იმუშაოს,,

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი უპირატესობას ბუნდესტაგის ახალ არჩევნებს ანიჭებს
შემდეგი სტატიალავროვი ბაქოში ალიევს სტუმრობს