პატრიარქი ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანს“ 20 წლის იუბილეს ულოცავს

ანსამბლ “ბასიანს” და მის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი დონაძეს გულითადად ვულოცავ ანსამბლის დაარსებიდან 20 წლისთავს.
ეს ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ და კვლავაც არიან თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის წევრები, მაგრამ უფლისადმი გალობისა და ღვთისმსახურების გარდა, 2000 წლიდან მათ მიზნად დაისახეს, ემსახურათ ქართული ფოლკლორისთვისაც, გამორჩეული და ფრიად ღირებული მუშაკობა გაეწიათ ჩვენს წიაღში აღმოცენებული, როგორც უნიკალური გალობის, ისე ხალხური სიმღერისთვისაც. და, აი, უკვე 20 წელზე მეტია ბასიანი იღწვის ქართული მუსიკალური აზროვნების ამ ორი სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთგანმსჭვალავი მიმართულების წარმოჩენისა და ახალ საფეხურზე აყვანისათვის.
უძველეს სიმღერათა და საგალობელთა გაცოცხლებით, პროფესიონალიზმითა და შესრულების დახვეწილი მანერით მათ უცხოეთშიც რაერთხელ ასახელეს სამშობლო.
ღმერთმა კვლავაც მრავალი წელი ამსახუროს ისინი ქართულ კულტურას, ქართულ სულიერი მემკვიდრეობას და ყოველთვის შეაძლებინოთ ბასიანის მსგავსი გამარჯვებების მოპოვება პირად ცხოვრებაშიც და სამოღვაწეო ასპარეზზე.
უფალმა დალოცოს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სიმღერა-გალობა და მისი უანგარო მსახურნი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

banner
წინა სტატიაშიგანახლებული რეგიონების ფარგლებში სენაკში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიშში მოხვდა