პატრიარქი ისრაელში მომხდარი ტრაგედიის გამო, ისრაელის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელში, ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის გამო ისარელის პრეზიდენტს რეუბენ რივლინს სამძიმარს უცხადებს.

როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ტრაგიკულმა ფაქტმა საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია.

„თქვენო აღმატებულებავ, მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია. ჩვენი მხრიდანაც გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს და გთხოვთ, სამძმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ ებრაელ ხალხს.

დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიკახი კავსაძის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – კახი კავსაძე იყო ნაღდი ქართველი ადამიანი