პატრიარქი, ილია მეორე ქართულ ოცნებას “არჩევნებში გამარჯვებას” ულოცავს და ამბობს, რომ “ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა”

პატრიარქი, ილია მეორე ქართულ ოცნებას “არჩევნებში გამარჯვებას” ულოცავს და ამბობს, რომ “ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა”.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ ცესკოს შედეგებით ოცნების გამარჯვება დასტურდება.

“დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაია 5 ივლისზე: იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა ყოფილიყო
შემდეგი სტატიარიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება