პატრიარქი გიო ხუციშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე მომღერლისა და მსახიობის გიო ხუციშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„გიორგი ხუციშვილი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე კვლავ აგრძელებენ. მისი შემოქმედება სიკეთეს თესავს და სითბოთი, სიყვარულითა და სინანულით განაწყობს მსმენელს. აღვავლენთ ლოცვებს გიორგის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაწესოს იგი, ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – ნათქვამია უწმინდესის სამძიმრის წერილში.

გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : 14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მიმართავს