პატრიარქი – ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს“, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

აფხაზეთის ომის გმირებს გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ დღეს დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის განცხადებით, იგეგმება პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაცია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული მეექვსე კორპუსი გახსნა