პატრიარქი ბართლომე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოწოდებას აკეთებს

პატრიარქი ბართლომე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოწოდებას აკეთებს. მისი წერილი, რომლის ადრესატებიც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და არქიეპისკოპოსები არიან, ონლაინ-გამოცემა orthodoxia.info-მ გამოაქვეყნა – “დოიჩე ველე” წერს.

“თქვენ დაეთანხმებით ამ პირობებს… და უკრაინის ეკლესიას აღიარებთ, როგორც ავტოკეფალიურ ეკლესიას” – მითითებულია წერილში. “თუკი თქვენ იგნორირებას გაუკეთებთ ჩვენი ძმების სურვილს, რომლებიც უკრაინაში სასოწარკვეთილები არიან იქ მიმდინარე მოვლენებით, ჩვენ განკითხვის დღეს არანაირი გამართლება არ გვექნება” – მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა.
მან, წერილის ადრესატებს შეახსენა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს მოაწერს ხელს, რომელსაც მიტროპოლიტ ეპიფანეს 6 იანვარს გადასცემს. პროცედურა სტამბოლში გაიმართება.

პოლონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრე უარი თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე. სერბეთის ეკლესიამ კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას პოლიტიკური პროექტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიHuawei-მ აიფონიდან განთავსებული ტვიტის გამო თანამშრომლები დასაჯა
შემდეგი სტატიაცნობილი რუსი ტელეწამყვანის მიერ წაკითხული პროპუტინისტური რეპი (ვიდეო)