პატრიარქ დავით მეხუთის საქმეთა მმართველ გოგი ცქიფურიშვილის მოგონება, რომელსაც აქვეყნებს მამა ილია ჭიღლაძე

მ ო გ ო ნ ე ბ ე ბ ი კათოლიკოს-პატრიარქ დ ა ვ ი თ მ ე ხ უ თ ე ზ ე და მის პერიოდზე პატრიარქის საქმეთა მწარმოებლის, ბატონ გიორგი (გოგი) ცქიფურიშვილის მიერ. ესაუბრა და მოგონებები გამოსაქვეყნებლად მოამზადა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. 2020 წ.

უწმინდესი და უნეტარესი დ ა ვ ი თ V და წმ. გ ა ბ რ ი ე ლ ბ ე რ ი

ძალიან კარგ და თბილი ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ს გაბრიელ ბერთან, აწ წმინდანად შერაცხულთან. იწვევდა ხოლმე სიონში თანამწირველად, და ერთი პერიოდი ჰყავდა დანიშნული ჭიათურის მღვიმევის მონასტერში მღვდლად. პატრიარქი დავითი ხშირად მაგზავნიდა ხოლმე გაბრიელ ბერთან, გაიგე როგორ არის, რამდენი ხანია არ გამოჩენილაო და ვგებულობდი ამბავს, გამატანდა ხოლმე ზეთს, თაფლს მამა გაბრიელისათვის. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი! გაბრიელმა ლენინის დიდ პორტრეტს რომ ნავთი მიასხა და დაწვა, დავითთან მოვიდა ქაშუეთში (მაშინ მიტროპოლიტის ხარისხში მყოფი დავით დევდარიანი ქაშვეთის წინამძღვარი იყო) და სთხოვა: ლამპისათვის მინდაო ნახევარი ლიტრა ნავთიო. დავითმა დაუძახა მარიამ მარშანიას, მიეცით მამა გაბრიელს სამლიტრიანით ნავთი , ლამპისათვის ჭირდებაო და მისცა.

ერთხელ გამაგზავნა მამა გაბრიელთან და რომ მივედი, დავინახე თავის სახლში მიწა იყო გაჭრილი, როგორც საფლავი, ფიცრები ქონდა დაფარებული. რომ გადავიარე ზედ, შეტორტმანდა ფიცრები და კინაღამ ჩავვარდი. რა არის, მამაო, ეს გაჭრილი თქო, ვკითხე. აქეთ დაბრძანდით, მაგ რა არის თქვენ არავინ გეკითხებაო! – მიპასუხა.

უწმინდესი დავითს საუფლო დღესასწაულებზე სიონში ჰყავდა ხოლმე მამა გაბრიელი. მამა გაბრიელის მოსახსენიებლების რა ვუწოდო აღარ ვიცი, დიდი გორგოლა, სადაც ეწერა სახელები. მეკავა რამოდენიმეჯერ და ვკარნახობდი კვეთაზე, როცა ხასიათზე იყო ხოლმე, ხშირად არ იყო ხოლმე ხასიათზე.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე ნიკოლოზს: ცოტა იმარხულეთ სხეულით!!!
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: “ნაცმო” ვეღარ განიხილება “ქო”-ს ერთადერთ ალტერნატივად, სამაგიეროდ მიშა განიხილება ბიძინას ერთადერთ ალტერნატივად