პატრიაქი ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის დიდი ლავრის წინამძღვარს, არქიმანტდრიტ ეფრემს, რუს და უკრაინელ მღვდელმსახურებს მასპინძლობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის დიდი ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს, რუს და უკრაინელ მღვდელმსახურებს მასპინძლობს. ისინი დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა.

„არის ადამიანი, რომელიც ანგრევს, არის ადამიანი, რომელიც აშენებს. არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს და არის ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი და ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი, კეთილისმყოფელო, მშვიდობისმყოფელი. დღეს ჩვენ გვყავს დიდი სტუმრები. ნათქვამია ბრძენი ადამიანებისგან, რომ სტუმარი არის ღვთისაგან და მე ვუყურებ ამ სტუმრებს, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილ ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა შევწირო ღმერთს, რომელმაც მომივლინა მამა ეფრემი ათონის წმინდა მთიდან. ეს არის ღვთისაგან გამოგზავნილი პიროვნება და მე მას ვთხოვ, რომ გადასცეს ჩემი ლოცვა-კურთხევისა ათონის მთის მამებს. ჩვენთან დღეს ასევე არის ეპისკოპოსი რუსეთის ეკლესიისა. მრავალრიცხოვნად არიან სტუმრები უკრაინიდან. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უკრაინა დამშვიდდეს, მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პატრიაქმა.

banner
წინა სტატიაშიNDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
შემდეგი სტატიამე გამახარებდა გიგი უგულავას გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა – სააკაშვილი ხონი-ვანის არჩევნებზე