პატივს ვცემთ საქართველოს და უკრაინის გადაწყვეტილებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ

პატივს ვცემთ საქართველოს და უკრაინის გადაწყვეტილებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, სწორედ ამ მიზეზით ჩავერთეთ ძალიან ახლო და ძლიერ თანამშრომლობაში ორივე ქვეყანასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ნატო ფოკუსირებულია, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნებს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რომ უპასუხონ ნატო-ს სტანდარტებს.

„ჩვენ ვდგავართ ძირითად პრინციპებზე, რაზეც წლებია, დაფუძნებულია ევროპული უსაფრთხოება, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენულ უფლებას, რომელი სამხედრო ორგანიზაციის ნაწილი უნდათ რომ იყვნენ, ან არ იყვნენ. სწორედ ამის გამო ვცემთ პატივს საქართველოს და უკრაინის გადაწყვეტილებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. სწორედ ამ მიზეზით ჩავერთეთ ძალიან ახლო და ძლიერ თანამშრომლობაში ორივე ქვეყანასთან. ჩვენი ფოკუსი ახლა რეფორმებზეა, რომ დავეხმაროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რომ უპასუხონ ნატო-ს სტანდარტებს. მაგრამ ასევე, რატომ ვცემთ ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, არ შეიტანონ განაცხადი წევრობაზე, როგორიცაა მაგალითად, ფინეთი და შვედეთი. მათთანაც ძალიან ახლო პარტნიორობა გვაქვს, ჩვენი ძალები ერთად ატარებენ წვრთნებს, ეს არის ქვეყნების და მათი არჩევანის პატივისცემა და ეს არ შეცვლის და ეს ის პრინციპია, რის პატივისცემაზე რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაში„ჩვენს ყველა ძალისხმევაში განვაგრძობთ უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციას, ისევე როგორც ნატო-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და რა თქმა უნდა, ევროკავშირთან“
შემდეგი სტატიაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ სეფიეთში მოსახლეობას მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს