პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას, ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს – ნიკო კვარაცხელიას მამიდა

ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს: გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს, ნუ აკიდებთ ბავშვს ცოდვებს.

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ამბობს, რომ მის ძმისშვილს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არასოდეს ჰქონია.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაწყნარდება სიტუაცია და მტყუან-მართალი გაირკვევა.

„პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვართ თქვენით, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა.

მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძვნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება სიტუაცია და მტყუან-მართალი გაირკვევა“, – თქვა გარდაცვლილის მამიდამ ნანი კვარაცხელიამ.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პოლიცია, 2 ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, „ფიდსის“ შემქმნელი იყო; მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – სისტემა თავისი ყველაზე დამპალი გამოვლინებებით დღეს გაიფურჩქნა
შემდეგი სტატიაშსს: კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია – 2 ადამიანს ვეძებთ