მიხეილ ყაველაშვილი სინდისის პატიმრების შესაძლო შეწყალების თემას კიდევ ერთხელ შეეხო. ამ თემაზე მან სამთავრობი მედიასთან ისაუბრა.
ყაველაშვილმა გაიმეორა, რომ დაკავებულ ახალგაზრდებზე “გული შესტკივა”.
„ბელარუსთან შეგვადარეს, რომ იქ გაუშვეს პოლიტპატიმრები, თითქოს აიძულეს ლუკაშენკო და ახლა მეც მაიძულებს ვინმე, რომ მოვიქცე ანალოგიურად და ხომ არ ფიქრობ, რომ ასე მოიქცე? ამას ემსახურებოდა ეს კითხვა და ეს იყო ჩემი პასუხი, რომ მე გული შემტკივა, მაგრამ შეწყალების თემა აბსოლუტურად გასულია, სხვა პრიზმაშია“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ზოგადად ისაუბრა ქართულ ციხეში მყოფ ადამიანებზეც. მისი მტკიცებით, უსამართლოდ დაჭერილი არავინაა, თუმცა დაკავებული ადამიანების მიმართ თანაგრძნობა გააჩნია და გეგმავს, ნათლისღება დღეს შეწყალების აქტი გამოსცეს.
პატიოსანი და უსამართლოდ დაჭერილი ჩვენს პენიტენციურ სისტემაში არ არსებობს, მაგრამ თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ როგორ შეიძლება არ გაგაჩნდეს?! მუდმივად განვიხილავთ ამ თემებს, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს შეწყალების აქტი და ადამიანებს შეეძლოთ დაბრუნება თავიანთ ოჯახებში. ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ ნათლისღებას და ყველას ვუსურვებ, რომ თავიანთ ოჯახებში მალე დაბრუნებულიყოს“, – თქვა ყაველაშვილმა.
















