გლდანის საპატიმროდან ახლად გათავისუფლებული მინდია შერვაშიძე პოლიციამ პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 500 ლარით დააჯარიმა. აღმოჩნდა, რომ სანქციის მიზეზი თანამესაკნეებთან ხმამაღალი დამშვიდობება გახდა. კადრების მიხედვით, მან ქუჩიდან მეგობრებს „მიყვარხარ“ დაუძახა.
„რატომ მაჯარიმებენ და რომ გავძახე ბიჭებს, იმიტომ. აქედან დავემშვიდობე და მაგის გამო მაჯარიმებენ“, — განაცხადა შერვაშიძემ.
სამართალდამცველების განმარტებით, ტერიტორია, სადაც ის შეძახილების დროს იდგა, აკრძალული ზოლია.














