პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძე შიმშილობს. ბრალდებულის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განმარტებით, დეკანოზი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს და შიმშილობის საფუძველიც სწორედ ესაა.

„მას სათქმელი აქვს და ამ მიზნით შეხვედრა სურს პატრიარქთან და სინოდის წევრებთან“ ,– განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, პროტესტის აღნიშნული ღონისძიება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სახიფათოა.

ცნობისთვის: მამა გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 10 თებერვალს დააკავეს. ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების რეჟიმში იმყოფება. დეკანოზს ბრალად მკვლელობის მომზადება ედება.

banner
წინა სტატიაშიძველ თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა – მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ
შემდეგი სტატიამეტეხის ხიდნთან ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა