პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ცნობილმა ტელეწამყვანმა, სავიკ შუსტერმა თავის გადაცემაში წაიკითხა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი უკრაინის მოქალაქეებს – პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ცნობილმა ტელეწამყვანმა, სავიკ შუსტერმა თავის გადაცემაში წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილი სინანულს გამოთქვამს, რომ ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს შორის პოლარიზაცია სულ უფრო ღრმავდება, რაც საერთო საქმეზე უარყოფითად მოქმედებს.

“მე ვიმყოფები უკანონოდ ციხის საკანში, იმ ქვეყანაში, სადაც მხარს უმრავლესობა მიჭერს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მონაწილეობს ჩემი გათავისუფლების საქმეში. როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ინფორმაციასთან წვდომა საკმაოდ შეზღუდული მაქვს, მაგრამ ცნობები ჩემამდე მაინც მოდის.

უკრაინას საფრთხე ემუქრება, მის საზღვრებთან მტრის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა, დასავლეთმა უკვე თქვა, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხევაში იქნება სერიოზული ეკონომიკური სანქციები. საკმარისია ეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ პუტინი? – არამგონია თუმცა ვიცი, რომ მას შეაჩერებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ერთიანობა და სიმტკიცე, სიმტკიცეს უკრაინელ ხალხს ვერ წაართმევ. მე არა ერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის არანაირი შიში არ აქვს, რაც ჩვენს რეგიონში უნიკალური თვისებაა.

ეს შიში არც იმ ჯარისკაცებს აქვთ, ვინც სანგრებშია და არც რეზერვისტებს, თუმცა სამწუხაროდ ერთიანობასთან მიმართებაში ცუდი მდგომარეობაა. ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები სხადასხვა მხრიდან, მათ შორის, ჩემი მეგობრები ასუსტებენ ქვეყანას და აღრმავებენ პოლარიზაციას. რა თქმა უდნა, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ყელში ვწვდეთ და ოპონენტის დახრჩობის სურვილით ქვეყანა დავღუპოთ. როცა დღეს საფრთხე ასეთი რეალურია და არჩევნებამდე ჯერ შორია, სწორი იქნება თუ დავძლევთ განსხვავებებს და უთანხმოებას და გავამყარებთ ფრონტს აგრესორის წინააღმდეგ, არა ხელისუფლების, არამედ უკრაინის გარშემო და მისი გუნდისთვის, როცა იქნება ერთიანობა მსოფლიო უფრო დაგვიჭერს მხარს, ჩვენი ძალა ერთობაშია და ვერც ერთი აგრესორი ვერ გაბედავს უკრაინაში ცხვირის შემოყოფას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა
შემდეგი სტატიაცენტრ „ემპათიას“ VI შემაჯამებელი დასკვნის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა