პატიმრობაში მყოფი „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბჟანიას პირველი კომენტარი

bjaniaaaaaე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე დააკავეს აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკის „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია. მისი დაკავება მოხდა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.ასლან ბჟანიას დაკავებას ოპოზიციურად განწყობილ აფხაზთა აღშფოთება მოჰყვა. აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების თანამშრომელი მარინა გუმბა წერს: „როგორ შეიძლება გაყიდო საკუთარი ერი? როგორ შეიძლება ჩააბარო საკუთარი მოქალაქეები? ესე იგი, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, რომ ასე გაიმეტო მისი ინტერესები“.
ბჟანია დღეს გაათავისუფლეს,მაგრამ ისევ დააკავეს. პარტია „ამცახარაში“ აცხადებენ, რომ ბჟანიას დაკავების უკან დეფაქტო ხელისუფლება დგას.აფხაზეთში, სოფელ ტამიშის მოსახლეობამ გზაც გადაკეტა.აქციის მონაწილეები აფხაზეთის ოპოზიციურ ბლოკ „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბჟანიას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

რუსეთის სამართალდამცველები ასლან ბჟანიას დაკავების ფაქტზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

ბჟანია აფხაზეთის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს ის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა რაულ ხაჯიმბასთან ბრძოლაში დამარცხდა. ამის შემდეგ, ის ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანდა და ხშირად აკრიტიკებდა აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმს.შეგახსენებთ, აფხაზეთის პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ამცახარა“ ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს და ხმას იმაღლებს გამეფებული კორუფციის, განუკითხაობის და აფხაზეთში შექმნილი ეკონომიკური სიღატაკის წინააღმდეგ.

 

https://youtu.be/U4XPY6U7g2k

 

banner
წინა სტატიაში(video) აფხაზეთში, სოფელ ტამიშის მოსახლეობამ გზა გადაკეტა
შემდეგი სტატიაფიდელ კასტრო სანტიაგო-დე-კუბას სასაფლაზე დაკრძალეს