პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა – პროკურატურა

პროკურატურმ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 31 ოქტომბერს შემაკავებელი ორდერი დაარღვია და ყოფილი ცოლი დანით დაჭრა. კაცი 23 ნოემბერს დააკავეს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს ბრალდებული ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის განზრახ მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას.

საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ძებნილი ბრალდებული 2025 წლის 23 ნოემბერს დააკავეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის და არაერთგზის), 11 პრიმა ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შემდეგი სტატიაუცხოეთში ხმის მიცემის უფლების აკრძალვას “ქართულმა ოცნებამ“ 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირა