პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები, გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მალხაზ ღვინიაშვილს ექვსი წელი და ცხრა თვე პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ ფაცაციას – შვიდი წელი და ექვსი თვე. ამასთან, მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ცხრა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ნუგზარ მარღია მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და სამი თვით მიუსაჯა პატიმრობა. ზაზა ხარაიშვილს სამი წელი და სამი თვე მიესაჯა. ანალპოგიური სასჯელი აქვთ დავით ჩიხლაძესა და ვახტანგ გუგუციძეს.

პროკურატურამ პატიმრების წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 40-მდე ეპიზოდზე ბრალი შვიდ პირს წაუყენა.

banner
წინა სტატიაშილაშა ტალახაძე მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა
შემდეგი სტატიათბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელი პირები საკრებულოში არ მივიდნენ – რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ ჩაიშლება