,,პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს”

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს.
ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოში არ განხორციელდება.
“საქართველოში, რომელიც არის სეკულარული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ჩემი ღრმა რწმენით, სწორი არ არის და ის ვერ განხორციელდება. წინადადება ჰუმანურია, ადამიანურია, მესმის პატრიარქის სურვილი, მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, რადგან ეს არ შეიძლება სხვა ორგანიზაციის საქმე იყოს. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

banner
წინა სტატიაში,,არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს”
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილის თქმით კოალიციის ზოგიერთ წევრს ირმა ინაშვილის შემოერთება სურს